25 ნოემბერი 2024,   09:27
ვრცლად
ძლიერი ნალექი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება - გაფრთხილება ამინდის მკვეთრი გაუარესების შესახებ

მოსალოდნელია, ძლიერი ნალექი, ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარი - გარემოს ეროვნული საგენტო ამინდის გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ძლიერმა ნალექმა შესაძლოა გამოიწვიოს მდინარეებზე წყლის დონის მატება. 

"უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში: თბილისში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, მცხეთა მთიანეთში, კახეთის ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ- ღვარცოფული პროცესების ჩასახვა- გააქტიურება გამოიწვიოს," - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები