25 ნოემბერი 2024,   09:24
ვრცლად
დანიელების გადაწყვეტილება არის მარტივი, ისინი ამბობენ, არ დავრეგისტრირდებით უცხოური ძალების ინტერესების გამტარებლებადო - ბადრი ჯაფარიძე ფონდ "ფეა თრიზის" შესახებ

დანიურმა ფონდმა "ფეა თრიზმა" ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კაბინეტის გახსნის პროექტი გააჩერა და მერიასთან თანამშრომლობა შეწყვიტა. მიზეზად "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება დაასახელეს.

მერიაში პასუხად განაცხადეს, რომ ფონდს მხოლოდ სტომატოლოგების ანაზღაურების გადახდა ევალებოდა, საჭირო სივრცის კეთილმოწყობა და შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა კი თავად უზრუნველყვეს.

"​ფეა-თრიზის" ვებგვერდზე, გუშინ, ორგანიზაციის ბორდის თავმჯდომარედ, "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე იყო მითითებული, თუმცა დღეს ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს შორის აღარ ფიქსირდება. მან ცოტა ხნის წინ მედიასთან განმარტება გააკეთა. ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ფონდი 4 წლის წინ დატოვა.

"მე ოთხი წლის წინ გადავდექი, მაგრამ დანიელების გადაწყვეტილება არის ძალიან მარტივი. ისინი ამბობენ, ჩვენ ვეწეოდით ქველმოქმედებას (მათ შორის ჩემი თხოვნითაც) და არ დავრეგისტრირდებით უცხოური ძალების ინტერესების გამტარებლებადო. ეს ხალხი დიდი ხანია, რაც საქართველოს ეხმარება," - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე. 

 

დღის ამბები