25 ნოემბერი 2024,   09:36
ვრცლად
ესტონეთის პრემიერს შესაბამისი პასუხების გაცემა მოუწია და ჩვენ ვნახეთ, რომ, გარკვეულწილად, უხერხულ მდგომარეობაშიც ჩავარდა - გივი მიქანაძე

უცხოური ძალების მიზანი საქართველოში რევოლუციური სცენარების განვითარება იყო - ასე აფასებს უმრავლესობა 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების გამოსვლას საპროტესტო აქციაზე.

მმართველი გუნდი მაიდნის სცენარზე საუბრობს, რომელმაც უკრაინა მძიმე შედეგებამდე მიიყვანა და აცხადებს, რომ ეს სცენარი საქართველოში ვერ განხორციელდება.  

"მოუწია [ესტონეთის] პრემიერს შესაბამისი პასუხების გაცემა და ჩვენ ვნახეთ, რომ ის გარკვეულწილად უხერხულ მდგომარეობაშიც ჩავარდა, თუმცა აღიარა, რომ არ იცოდა ამის შესახებ, მაგრამ, მეორეს მხრივ, რაიმე პრობლემურიც ვერ დაინახა ამაში და ეს პროცესები გარკვეულწილად უკრაინაში მომხდარ მაიდანსაც შეადარა.

ეს ყველაფერი, პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეულწილად შეურაცხმყოფელია, როდესაც ამ პროცესების შედარება ხდება უკრაინულ მაიდანთან და ფაქტობრივად ეს იმ რევოლუციური სცენარის წარმოჩენას ემსახურება. მეორეს მხრივ, უნდა იცოდეს ყველამ, რომ ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს არავითარ შემთხვევაში, რომ მაიდანი საქართველოში მოხდეს და განხორციელდეს,“ - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე.

დღის ამბები