25 ნოემბერი 2024,   09:25
ვრცლად
"უსამართლო გადაწყვეტილებები შედეგს არასდროს გამოიღებს - საბოლოო ჯამში, ყველას მოუწევს, ესაუბროს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც წარმოადგენს ქართველ ხალხს" - იონათამიშვილი დაანონსებულ სანქციებზე

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან დაანონსებული სამოგზაურო სანქციები, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის შეფასებით, უსამართლო იქნება.

იონათამიშვილის განცხადებით, არ არსებობს არგუმენტი, თუ რატომ არის გამჭვირვალობა მიუღებელი.

"შევთანხმდეთ, რომ უსამართლო გადაწყვეტილებები შედეგს არასდროს გამოიღებს. პირიქით, ეს იქნება კონტრპროდუქტიული. ჩვენი საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ამ საკითხის გამო ხელისუფლების კრიტიკა არის უსამართლო, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ევროპის ქვეყნები, მათ შორის საფრანგეთი, ასევე, არსებობს ევროკავშირის 12 დეკემბრის დირექტივა, არიან ორიენტირებულნი გამჭვირვალეობის პრინციპების მიღებაზე, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ საკუთარი ქვეყნების დემოკრატიის წინაშე დგას გამჭვირვალეობის გამოწვევა და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მექანიზმი დემოკრატიების დასაცავად და ჩვენთან რატომ უნდა იყოს ეს ყველაფერი ცუდი?! - ორი თვე მიმდინარეობდა მავნებლური კამპანია, მაგრამ ერთადერთი არგუმენტი 2 თვის შემდეგ გავიგეთ, რომელიც გამოიხატა ერთ სიტყვაში - "იმიტომ." რამდენად სერიოზული იყო ეს არგუმენტი, ამაზე ჩვენმა საზოგადოებამ შეიძლება ითქვას გასვა პასუხი.

რაც შეეხება ჩვენს პარტნიორებს; მეგობრობა დაფუძნებულია კეთილსინდისიერების პრინციპზე. ჩვენ გულწრფელები ვართ ყველა ჩვენს მეგობართან და ამას ყველა ხედავს, იმიტომ რომ ღიად ველაპარაკებით. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ, საბოლოო ჯამში, ყველას მოუწევს ესაუბროს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც წარმოადგენს ქართველ ხალხს. ერთადერთი ასეთი ძალა იქნება "ქართული ოცნება," რომელიც იქნება ქართული საზოგადოების ინტერესების დამცველი ყველგან და ყოველთვის," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები