25 ნოემბერი 2024,   09:16
ვრცლად
მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა მიიღო გამჭვირვალობის ქართული კანონი, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის ფუნდამენტური ნაბიჯები გადაიდგა - რატი იონათამიშვილი

პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის დამტკიცებას, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, რატი იონათამიშვილი "ღამის კურიერის" ეთერში კიდევ გამოეხმაურა.

იონათამიშვილის შეფასებით, კანონის მოწინააღმდეგეებს ინფორმირებული მოქალაქის ეშინიათ.

"მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო გამჭვირვალობის ქართული კანონი და ეს ნიშნავს, რომ საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის ფუნდამენტური ნაბიჯები გადაიდგა. ეს კანონი შევა ძალაში და ჩვენი საზოგადოება დაინახავს, რომ მთელი ის ცრუ ბრალდებები, დეზინფორმაციული კამპანია, რაც საქართველოს წინააღმდეგ წარმოებდა იყო ფუჭი, გამოგონილი და მას რეალური საფუძვლები არ ჰქონია. ვინაიდან, ეს კანონი გულისხმობს, ერთადერთ აქტივობას, ეს აქტივობა არის, რომ შესაბამისმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა შეავსონ დეკლარაციები და მას ჰქონდა ერთადერთი მიზანი, ეს მიზანი იყო და არის - ინფორმირებული მოქალაქე. სხვა საკითხი არის, რომ ინფორმირებული მოქალაქის ასე ეშინიათ ცალკეულ ორგანიზაციებს, განსაკუთრებით, პოლიტიკურ "ენჯეოებს."

რადიკალური ოპოზიციის ინტერესში არ არის, რომ საზოგადოება იღებდეს ჩვენს ქვეყანაში გადაწყვეტილებას, ვინაიდან ეს ადამიანები, არათუ საზოგადოებას, არამედ, საკუთარ ამომრჩეველს არ უსმენენ. ერთადერთი ინტერესი რაც აქვთ მათ, არის ის, რომ შეასრულონ ის დავალებები, რასაც სხვისგან იღებენ, ანუ დავალების შემსრულებელი პირები არიან. ვისაც დამოუკიდებლობის ხარისხი საერთოდ არ გააჩნიათ, ცხადია იქნებიან მსგავსი გადაწყვეტილებების წინააღმდეგები, ვინაიდან ისინი გამჭვირვალობას უფრთხიან ყველაზე მეტად, ვინაიდან ეშინიათ ინფორმირებული მოქალაქის," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები