25 ნოემბერი 2024,   09:30
ვრცლად
"ფეა თრიიზის" ფონდი, რომლის ბორდის თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძეა, ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის პროექტს აჩერებს

ფონდი "ფეა თრიიზი" ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის გახსნის პროექტს აჩერებს. მიზეზად კი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას ასახელებენ.

"28 მაისს, საქართველოს ხელისუფლების მიერ კანონზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" მიღებული გადაწყვეტილება უკვე უარყოფითად აისახა ჩვენი ფონდის მუშაობაზე და იძულებული ვართ შევწყვიტოთ 2023 წელს დაწყებული თანამშრომლობა ონის მუნიციპალიტეტის მერიასთან ონში ბავშვთა უფასო სტომატოლოგიური კლინიკის გახსნასთან დაკავშირებით", - წერია ფონდის გადაწყვეტილებაში.

ფონდის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით ირკვევა, რომ "ფეა თრიიზის" ექვსკაციანი სამეთვალყურეო საბჭო ჰყავს, რომლის თავმჯდომარე პარტია "ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.

დღის ამბები