25 ნოემბერი 2024,   09:24
ვრცლად
არჩევნების შემდეგ რეალობა შეიცვლება - "ნაციონალური მოძრაობა" იქნება არა ოპოზიციური პარტია, არამედ პარტია, რომელიც იქნება კოალიციურ მთავრობაში - შეიძლება, ტაქტიკურად სწორი იყოს რამდენიმე სხვადასხვა პოლიტიკური ცენტრის შექმნა - კირკიტაძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დავით კირკიტაძის განცხადებით, დღეს ქვეყნის მთავარი ამოცანაა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე არცერთი ოპოზიციური პარტიის ხმა არ დაიკარგოს, ხოლო ეს მიზანი როგორ იქება მიღწეული, ამაზე ოპოზიციური სპექტრში მსჯელობა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობაში" ფიქრობენ, რომ მთლიანი ფლანგის გაერთიანდეს, თუმცა, ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, ამიტომ შესაძლოა, შეიქმნას რამდენიმე ფლანგი, რათა 5%-იანი ბარიერის გადალახვა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ შეძლოს.

"იყო "ნაციონალური მოძრაობა" მთავარი ოპოზიციური პარტია და არჩევნების შემდეგ რეალობა შეიცვლება. "ნაციონალური მოძრაობა" აღარ იქნება ოპოზიციური პარტია, "ნაციონალური მოძრაობა" იქნება პარტია, რომელიც იქნება კოალიციურ მთავრობაში, რომელიც ამ ქვეყანას წაიყვანს ევროპისაკენ, საბოლოო სრულუფლებიანი წევრობისკენ.

"ნაციონალური მოძრაობა" იმოქმედებს და გადადგამს ნაბიჯებს ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ ჩვენი პარტნიორებისა და კოლეგების, ყველა იმ ადამიანისა და პოლიტიკური ჯგუფის მოსაზრებას, რომელმაც გამოავლინა თავის თავი ამ უახლესი ისტორიის განმავლობაში, ამ დღეების განმავლობაში, რომელმაც მხარი არ დაუჭირა რუსულ კანონს, რომელმაც ყველაფერი გააკეტა იმისთვის, რომ რუსული კანონპროექტი არ გამხდარიყო კანონი.

"ქართულ ოცნებას" ჯერ კიდევ ჰყავს პარლამენტში მორჩილი უმრავლესობა, რომელთათვის პრობლემას არ წარმოადგენს 76 ხმის მოპოვება იმიტომ, რომ მათ ბევრად მეტი მანდატი აქვთ, ვიდრე ეს სჭირდება აღნიშნული რუსული კანონპროექტის კანონად ქცევას, მაგრამ ბევრმა ადამიანმა, ბევრმა პოლიტიკურმა პარტიამ, ნათლად აჩვენა მისი სახე და გამოავლინა, რომ არავითარ შემთხვევაში არ ეთანხმებიან ამ გზას და ჩვენ ყოველი მათგანის მოსაზრებას პატივს ვცემთ, პატივს ვცემთ და ყურადღებით ვუსმენთ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტს.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ მზად ვართ, არ შევხედოთ პროცესებს, რაც ამ ქვეყანაში ხდება, პარტიული პრიზმიდან. მზად ვართ, ვიმოქმედოთ ჩვენი ხალხის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მაგრამ, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, პატივს ვცემთ, აბსოლუტურად, ყველა მოსაზრებას. ეს პოზიცია და მიხეილ სააკაშვილის განცხადება და ჩვენნი შემდგომი განცხადებები ძალაშია, მაგრამ არსებობს რამდენიმე სხვა მოსაზრებაც, ოპოზიციური ველზე და პატივს ვცემთ ყველა მოსაზრებებს, ყველას ვუსმენთ ყურადღებით.

მთავარი და მნიშვნელოვანია შევასრულოთ მოქალაქის დაკვეთა. ჩვენი მოქალაქეების დაკვეთა არის ის, რომ არცერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს, მოგეხსენებათ არჩევნები ტარდება 5%-იანი ბარიერით და ამ 5%-იან ბარიერს მიღმა არ უნდა დარჩეს არცერთი ხმა. ეს როგორ მოხდება ტაქტიკურად, როგორ აღსრულდება რეალობაში, არსი რამდენიმე მოსაზრება ოპოზიციურ ველზე.

"ნაციონალური მოძრაობა" არ აყენებს არავითარ წინაპირობას, იმ მიზნის შესასრულებლად, რომელიც არის ჩვენი მოქალაქეების მთავარი მიზანი, ჩვენი მოქალაქეების მთავარი მიზანი კი არის ის, რომ, საბოლოოდ, ჩვენი ქვეყანა იხილოს ევროპაში, ჩვენი ადგილი დავიბრუნოთ და ის ძალა, რომელიც ამას ეღობება და ხელს გვიშლის არის "ქართული ოცნება" და მათი დამარცხებაა ამოცანა იმიტომ, რომ ჩვენი საბოლო მუზანი ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობაა. ამის მოხერხება როგორ შეიძლება ისე, რომ არცერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს, ტაქტიკურად როგორ იქნება სწორი - ჩვენ ყველაფრისთვის ვართ მზად.

შეიძლება, ტაქტიკურად იყოს სწორი რამდენიმე სხვადასხვა პოლიტიკური ცენტრის შექმნა, ისე, რომ არ დაიკარგოს ხმები, ვსაუბრობთ ამაზე და გვაქვს მუდმივი აზრთა გაცვლა-გამოცვლა კოლეგებთან", - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

დღის ამბები