25 ნოემბერი 2024,   09:19
ვრცლად
ესტონეთის პრემიერის განცხადებით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს საკუთარი ქვეყნის მთავრობა არ ჩაუყენებია საქმის კურსში, რომ საქართველოში ანტისამთავრობო აქციაში მონაწილეობას მიიღებდა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მარგუს ცაჰკნას, საკუთარი ქვეყნის მთავრობა არ ჩაუყენებია საქმის კურსში, რომ საქართველოში ანტისამთავრობო აქციაში მონაწილეობას მიიღებდა, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა.

საკითხი, ინტერპელაციის ფარგლებში, ესტონეთის პარლამენტში განიხილეს. კანონმდებლების ნაწილმა ფაქტი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევად შეაფასა. პრემიერმა კალასმა ცალსახა პოზიცია არ დააფიქსირა საგარეო საქმეთა მინისტრის ქმედებაზე, თუმცა აღნიშნა, რომ ცაჰკნას დემონსტრაციაში მონაწილეობა მთავრობასთან წინასწარ არ იყო შეთანხმებული.

"მე არ ვაპირებ მინისტრის ქმედების შეფასებას, ეს მისი გადასაწყვეტია, თუმცა, ვფიქრობ, სწორია, რეალურად ვაჩვენოთ, რომ ევროპა ქართველი ხალხის არჩევანის გვერდით არის" - განაცხადა კალასმა.

დღის ამბები