25 ნოემბერი 2024,   09:10
ვრცლად
მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ 4 000-ზე მეტ პირს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვა დაუფინანსდება - ოთარ შამუგია

აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა გასულ წელს 1.44 მილიარდი დოლარი შეადგინა, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში წარდგენისას განაცხადა.

"უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი ყოველწლიურად საშუალოდ 13%-ით იზრდება და 2023 წელს რეკორდული 1.44 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 15%-ით აღემატება. მზარდია საექსპორტო ქვეყნების გეოგრაფიაც,"- განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მისი თქმით, ექსპორტის დადებითი ზრდის მაჩვენებელი შენარჩუნებულია 2024 წელსაც.

"მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოდან განხორციელებული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულებამ 365 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 22%-ით მეტია," - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა ისაუბრა სახელმწიფო პროგრამებზეც და ყურადღება მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა. ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ სამინისტროს ამ კუთხით ორი ახალი ინიციატივა აქვს.

"გასულ წელს დაიწყო მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის განვითარების პროგრამა და უკვე დაფინანსებულია 60 ბიზნესიდეა, რომელთა ინვესტიციის ოდენობა 9 მლნ ლარზე მეტია, ხოლო სახელმწიფო თანადაფინანსების ოდენობა 4.6 მლ ლარზე მეტს შეადგენს.

რაც შეეხება მეორე ინიციატივას, ფიზიკურ პირებს, ვისაც გააჩნია სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მიმდინარე წელს 70%-იანი საგრანტო დაფინანსებით დაეხმარება სახელმწიფო მიწის დამუშავებისთვის და სხვა სასოფლო - სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო ხელის ტრაქტორების (მოტობლოკების) შესყიდვაში. განაცხადების მიღება 21 მაისს დაიწყო. შემოსულია 4 000-ზე მეტი განაცხადი, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე წელს მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ 4 000-ზე მეტ პირს, ოჯახს დაუფინანსდება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვა," - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

დღის ამბები