25 ნოემბერი 2024,   09:14
ვრცლად
ირაკლი კობახიძე საჯარო მოხელეებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს განაგრძობს

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საჯარო მოხელეებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს განაგრძობს.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მთავრობის მეთაური, ამჯერად, იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრის დროს, პრემიერმა ხაზი გაუსვა უწყების როლსა და უწყებაში დასაქმებულებს მადლობა გადაუხადა. მან ასევე ისაუბრა გეგმებსა და ახალი სამთავრობო პროგრამის პრიორიტეტებზე.

განიხილეს ბოლო პერიოდში განვითარებული პოლიტიკური პროცესებიც. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები ძალიან საინტერესოა, რადგან საჯარო მოხელეებს საკუთარი ინიციატივის გამოვლენის საშუალება ეძლევათ.

"პრემიერთან გაიმართა ძალიან საინტერესო დიალოგი. თანამშრომლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ დაესვათ ნებისმიერი კითხვა და მიეღოთ მათზე დასაბუთებული პასუხი. ზოგადად, საჯარო მოხელეებთან მსგავსი ტიპის შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, ასეთ დროს, თანამშრომლებს ეძლევათ საკუთარი ინიციატივების გამოვლენის შესაძლებლობა. გარდა ამისა, ისინი ყოველთვის იღებენ კონკრეტულ პასუხს იმ საკითხებზე, რომლებიც მათი ინტერესის სფეროებს შეეხებათ", - განაცხადა რატი ბეგაძემ.

დღის ამბები