25 ნოემბერი 2024,   08:35
ვრცლად
"გაბრაზდით, მაგრამ დავიწყოთ საქმე, უნდა მოვამზადოთ ნამდვილი რეფერენდუმი - გვინდა ევროპული მომავალი თუ რუსული მონობა" - პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს მიმართა

რუსთაველის გამზირზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გრძელდება. დემონსტრანტებს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლიდან მიმართა. მანამდე ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტს მოუწოდეს, რომ ის პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას შეერთებოდა.

საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას რეფერენდუმი შესთავაზა. პრეზიდენტის თქმით, რეფერენდუმი იქნება იმის თაობაზე, თუ რა უნდა საქართველოს მოსახლეობას - ევროპული მომავალი თუ რუსული მონობა.

"გაბრაზებულები ხართ დღეს ხომ?! გაბრაზდით, მაგრამ დავიწყოთ საქმე. საქმე არის ის, რომ უნდა მოვამზადოთ ნამდვილი რეფერენდუმი. ენერგია, რაც დღეს თქვენშია, იმას უნდა მოხმარდეს, რომ ხელმოწერები მოაგროვოთ და მოიტანოთ ჩემთან. მოვაწერ ხელს რეფერენდუმს - გვინდა ევროპული მომავალი თუ რუსული მონობა. 84 კაცი ამას ვერ გადაწყვეტს. ჩვენ გადავწყვეტთ, ყველა ერთად," - მიმართა პრეზიდენტმა მოქალაქეებს.

დღის ამბები