პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე საქართველოს პარტნიორებისგან და მეგობრებისგან პრაგმატულ მიდგომას მოელის.
ამასთან, პრემიერი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობას" შესახებ კანონთან დაკავშირებით ყველას საჯარო დისკუსიის ფორმატს კიდევ ერთხელ სთავაზობს.
"თუ ჩვენ გვინდა ჩვენს პარტნიორებთან ერთად საერთო ინტერესებზე შევჯერდეთ, ამისათვის არის აუცილებელი სამართლიანობა. სამართლიანობა, პირველ რიგში, გულისხმობს იმას, რომ კანონის გამართული ბუნება ყველამ უნდა აღიაროს და როცა არგუმენტები არ გაქვს, ასეთ დროს არ უნდა გააგრძელო შავი კამპანიის წარმოება.
ამ კანონთან დაკავშირებით, ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია შევთავაზოთ ყველას საჯარო დისკურსია. პროცესი დამთავრებულია, კანონი არის მიღებული, დღემდე, აბსოლუტურად, ყველამ უარი თქვა საჯარო დისკუსიაზე, იმიტომ, რომ არ ჰქონდათ არავითარი სიმყარე საკუთარ პოზიციებში. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ უნდათ დისკურსია კანონთან დაკავშირებით, მოვიდნენ და დაგვიმტკიცონ, რომ ამ კანონში რაიმე არის უარყოფითი.
გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი არგუმენტი ბუნებაში არ არსებობს, ჩვენ კვლავაც არ ველით, რომ ასეთ დისკუსიასთან დაკავშირებით ღიაობა და მზაობა იქნება. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, დისკუსიისთვის, იმიტომ, რომ ყოველ ჯერზე ჩვენ მართალი ვიყავით. სადაც ხარ მართალი, იქ არ გაურბიხარ დისკუსიას და სადაც სიმართლე არ იყო, სწორედ, იქ გაურბოდნენ შესაბამისი სუბიექტები დისკუსიას, მათ შორის, ჩვენი უცხოელ პარტნიორები. ეს არ არის სწორი მიდგომა, იმისათვის, რომ ჯანსაღი ურთიერთობები განვითარდეს, არის უმნიშვნელოვანესი სამართლიანობა და ველით სწორედ, ასეთ სამართლიან დამოკიდებულებას, მიდგომას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდისთვის სანქციების თემა არასერიოზულია და ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ვერავინ დასჯის. მისივე შეფასებით, ასეთი ტიპის ზომების მიღება თავად გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტისთვის იქნება კონტრპროდუქტიული.
"არასერიოზულია ნებისმიერი მცდელობა დააშანტაჟო ქართველი ხალხი და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება სანქციებით თუ ნებისმიერი მსგავსი ზომით. ქართველ ხალხს ვერავინ დასჯის და ვერც ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ვერ დასჯის ვერავინ. ჩვენ გვაქვს მყარი პოზიციები ყველაფერთან დაკავშირებით. ვემსახურებით ამ საზოგადოებას, ქვეყნის ინტერესებს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის სანქციებზე საუბარი არასერიოზულია. ასეთი ტიპის ზომების მიღება კონტრპროდუქტიული იქნება თავად იმ სუბიექტისთვის, რომელიც შესაძლოა, ასეთ რამეზე ფიქრობდეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას პრაგმატულობისკენ," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.