25 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა გარშემო, ვისაც არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, მიზეზი ჩვენი ტერიტორების 20%-ის ოკუპაციაა - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარე ბრიფინგზე საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე ისაუბრა.

"რაც შეეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს, ყველაფერი არის ცხადი. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა გარშემო, ვისაც არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. მოლდოვას, სომხეთს აქვთ ეს ურთიერთობები, ჩვენ კი დღესაც არ გვაქვს, ამის მიზეზი ჩვენი ტერიტორების 20%-ის ოკუპაციაა. 

ჩვენი პოლიტიკის ხაზი რაც არის, ყველამ იცის, ჩვენ გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა და ეს პოლიტიკა არის პრინციპული. ვმუშაობთ არ აღიარების პოლიტიკაზე. დანარჩენი ყეველაფერი არის სპეკულაციები და ვხედავთ არაერთ ყალბ ემოციას. თქვენ გახსოვთ, კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც რუსულ ენაზე გამოდიოდა ვიღაც, ეს იწვევდა სერიოზულ აღშფოთებას, მაგრამ იყო სხვა ფაქტებიც, როდესაც ენმ-ს აქციაზე სიმღერა შესრულდა რუსულ ენაზე და ამას მღელვარება არ გამოუწვევია. ასევე არახამიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ხალხს რუსულ ენაზე მიმართა, ამიტომ, ნათლად ჩანს მათი ორმაგი სტანდარტები.

ჩვენ არ გვაქვს არავითარი სიყალბე, ჩვენ გვაქვს მკვეთრი ხაზები. გვჭირდება პრინციპულობა სადაც საქმე ეხება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და ზუსტად ამას გავყვებით ბოლომდე," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები