25 ნოემბერი 2024,   08:54
ვრცლად
სანქციების თემა ჩვენთვის უბრალოდ არასერიოზულია, ქართველ ხალხს ვერავინ დასჯის, ისევე როგორც ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას - ირაკლი კობახიძე

"ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია სანქციების თემაზე და ჩვენთვის ეს თემა, უბრალოდ არასერიოზულია", - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე აშშ-ის მიერ დაანონსებულ სანქციებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას. 

როგორც მან აღნიშნა, ქართველ ხალხს ვერავინ დასჯის, ისევე როგორც ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას:

"ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია სანქციების თემაზე და ჩვენთვის ეს თემა, უბრალოდ არასერიოზულია. არასერიოზულია ნებისმიერი მცდელობა დააშანტაჟო ქართველი ხალხი და მათ მიერ არჩეული ხელისუფლება სანქციებით თუ სხვა მსგავსი ზომით.

ქართველ ხალხს ვერავინ დასჯის და ვერც ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას დასჯის ვინმე. ჩვენ ყველაფერთან დაკავშირებით გვაქვს მყარი პოზიციები. ვემსახურებით ამ საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებს. ამიტომ, ჩვენთვის ყოველგვარი საუბარი სანქციებზე არასერიოზულია და ასეთი ტიპის ზომების მიღება კონტრპროდუქტიული იქნება თვითონ იმ სუბიექტისთვის, რომელიც ასეთ რამეზე შეიძლება ფიქრობდეს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას პრაგმატულობისკენ, რადგან პრაგმატულობა და სამართლიანობა არის ყველაზე სწორი გზა იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი საერთო ინტერესების რეალიზება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები