25 ნოემბერი 2024,   08:47
ვრცლად
გაბრიელიუს ლანდსბერგისი: სამწუხარო დღეა საქართველოსა და დანარჩენი ევროპისთვის, კანონის მიღება ფაქტობრივად აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, "ძალიან სამწუხარო დღეა საქართველოსთვის და დანარჩენი ევროპისთვის."

"ამ კანონის მიღება ფაქტობრივად აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ეს სარგებელს არავის არ მოუტანს, თითქმის არავის," - წერს ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

პარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის ვეტო დაძლიეს და კანონი 84 ხმით მიიღეს.

 

დღის ამბები