25 ნოემბერი 2024,   09:00
ვრცლად
დემონსტრანტები პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას საპროტესტო შეძახილებით შეხვდნენ

საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ხმაურითა და საპროტესტო შეძახილებით შეხვდნენ. მათი ნაწილი საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან, ასევე ჩიტაძის ქუჩაზე იყვნენ განლაგებულნი.

დემონსტრანტებს სამართალდამცველები მოუწოდებენ დატოვონ პარლამენტის შესასვლელი და გადაინაცვლონ საკანონმდებლო ორგანოს წინ. ინციდენტი ამ ეტაპისთვის ადგილზე არ ყოფილა.

ცნობისთვის, მთელი დღის განმავლობაში, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. პარლამენტმა კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის ვეტო დაძლიეს და კანონი 84 ხმით მიიღეს.

 

 

დღის ამბები