25 ნოემბერი 2024,   08:52
ვრცლად
ოქტომბრის არჩევნებზე ეს ხელისუფლება უნდა გავუშვათ - ჰერმან საბო

საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე სალომე ზურაბიშვილის ვეტო დაძლია. კანონი 84 ხმით მიღებულია

პოლიტიკური პარტია "გირჩის" წევრის ჰერმან საბოს განცხადებით, ოქტომრბის არჩევნებზე "ქართული ოცნება" უნდა დასრულდეს. 

"გასულები ვიყავით დარბაზიდან, თუმცა ბოლოს გადავწყვიტეთ შევსულიყავით და პოზიცია დაგვეფიქსირებინა. ჩვენ მოვუწოდეთ "ქართული ოცნების" დეპუტატებს არ მიეცათ მხარი ამ კანონისთვის და გამოსულიყვნენ უმრავლესობიდან.

ძალიან სამწუხარო ფატქი მოხდა, მაგრამ რადგან "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვიტა, რომ ასე მომხდარიყო ჩვენი პასუხი ოქტომბრის არჩევნებში უნდა ვაჩვენოთ.

ოქტომბრის არჩევნებზე ეს ხელისუფლება უნდა გავუშვათ! ძალიან მარტივია," - აცხადებს ჰერმან საბო. 

დღის ამბები