25 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
"გამჭვირვალობის" კანონის ვეტოს განხილვის პარალელურად, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან - სხდომა პარლამენტში თითქმის შვიდი საათია გრძელდება

საპარლამენტო განხილვის პარალელურად, საპროტესტო აქცია დილიდან მიმდინარეობს. უკვე ერთი საათია, დემონსტრანტები საკანონმდებლო ორგანოსთან იკრიბებიან. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ჯერ არ შეზღუდულა. აქციაზე ამ ეტაპისთვის არც სიტყვით გამოსვლები დაწყებულა. როგორც მომიტინგეები აცხადებენ, ისინი პარლამენტში სესიის დასრულებას ელოდებიან. მათივე თქმით, თუკი დეპუტატები ვეტოს დაძლევენ, ისინი სამოქმედო გეგმას გააჟღერებენ. ასევე, მათივე თქმით, პროტესტი იქნება მშვიდობიანი.

ამასთან, აქციის ორგანიზატორებმა, საკანონმდებლო ორგანოს წინ მონიტორი დაამონტაჟეს, სადაც მოქალაქეებს პარლამენტის პლენარული სხდომის პირდაპირ ეთერში ყურების შესაძლებლობა აქვთ.

მთელი დღის განმავლობაში, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან 10:00 საათიდან იკრიბებოდნენ.

დღის ამბები