ავიაკომპანია Qatar Airways-ის რეისზე, ტურბულენტობის შედეგად, 12 ადამიანი დაშავდა. თვითმფრინავი ფრენას დოჰადან დუბლინის მიმართულებით ასრულებდა.
CNN-ის ინფორმაციით, ინციდენტი თურქეთის ავიასივრცეში მოხდა, თუმცა ფრენა გაგრძელდა და თვითმფრინავი დანიშნულების ადგილას, დუბლინში ადგილობრივი დროით 13:00 საათზე დაჯდა, სადაც სასწრაფო დახმარების ჯგუფები, მათ შორის აეროპორტის პოლიცია და სახანძრო-სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული. ინციდენტის შედეგად, დაშავდა 6 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი. 12 დაშავებულიდან 8 საავადმყოფოში გადაიყვანეს.