25 ნოემბერი 2024,   09:26
ვრცლად
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ერთიანი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, შსს-მ მოქალაქეებს გორში უმასპინძლა

საზეიმო განწყობაა მთელი ქვეყნის მასშტაბით. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ერთ-ერთი მასპინძელი, გორში, შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო. მსურველებს მთელი დღის განმავლობაში ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ სამინისტროს საქმიანობას. ქალაქის ცენტრში განათავსეს სასაზღვრო პოლიციის ახალი ვერტმფრენიც, რომელსაც ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობა აქვს. მოეწყო საგამოფენო და ინტერაქციული კუთხეებიც.

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა გორში დილის 11 საათიდან დაიწყო. გასართობ, შემეცნებით და საინფრომაციო ღონისძიებებში ყველა თაობის წარმომადგენელი იყო ჩართული. შინაგან საქმეთა სამინისტრო სადღესასწაულო პროგრამით განსაკუტრებით პატარები დაინტერესდნენ.

გორის ცენტრალურ ქუჩაზე მისულ სტუმრებს პირველები საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დახვდნენ, ავტომობილებით და იმ აღჭურვილობით, რომლითაც სამართალდამცველები ყოფელდღიურად სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებენ. პატრულ-ინსპექტორებთან მოქალაქეები სამსახსოვრო ფოტოებს იღებდნენ. მოქალაქეებს კონტროლის ზონაში სამსახსოვრო პასპორტებს უბეჭდავდნენ.

ხალხმრავლობა იყო მომსახურების სააგენოტოს სივრცეშიც. მართვის მოწმობის აღების სურვილი დღეს ბევრს ჰქონდა, განსაკუტრებით უმცროს თაობას. მსურველებმა, პრაქტიკული გამოცდა, ველოსიპედის ტარებაში ჩააბარეს და რამდენიემე წუთში მძღოლის დამადასტურებელი საბუთიც აიღეს. ამავე კუთხეში გამოფენილი იყო სანომრე ნიშნები, რომელთა ვიზუალიც წლების განმვალობაში იცვლებოდა.

განსაკუთრებით მოეწონათ პატარებს მეხანძრე-მაშველებთან ერთად სხვადსხვა აქტივობებებში მონაწილეობა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ დღევანდელი დღისთვის არაერთი გასართობი და შემეცნებითი ღონისძიება დაგეგმა.

ერთი დღე პოლიციელის ამპლუაში - დაცვის პოლიციის სივრცე პატარებისთვის სანახაობად იქცა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩაეცვათ ფორმა, მოერგოთ აღჭურვილობა და გასულიყვნენ იმიტირებულ გამოძახებაზეც.

იმიტირებულ შემთხვევის ადგილებში, სტუმრებმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. აიღეს თითის ანაბეჭდები და ზედმიწევნით შეასრულეს ექსპერტ-კრიმინალისტების მითითებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს ყველა დანაყოფის აღჭურვილობა და სპეცტექნიკა გამოფინა. მათ შორის - ახალი სამაშველო ვერტმფრენიც, რომელიც თანამედროვე სტანდარტებისაა და რთულ პირობებშიც კი სამაშველო ოპერაციის ჩატარება შეუძლია.

გასართობი ღონისძიებების პარალელურად, დღეს დაჯილდოების ცერემონიაც ჩატარდა. მადლობის სიგელები გადასცეს იმ მოქალაქეებს, რომლებმაც 112-ში დროულად დარეკეს და მათთვის სრულიად უცხო ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინეს.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემაც მიიღო მონაწილეობა. ალექსანდრე დარახველიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, უწყების დანაყოფების სივრცეები დაათვალიერა.

დღის ბოლოს, სტუმრებისთვის გორის ქალთა კაპელამ საქართველოს ჰიმნი შეასრულა. დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გვიანობამდე გაგრძელდა. სადღესასწაულო თარიღის აღნიშვნა გორში კონცერტით დასრულდა.

დღის ამბები