დამოუკიდებლობის დღის შემაჯამებელ ღონისძიებამდე 2 საათი რჩება. გალაკონცერტი, 20:00 საათიდან, პირველი რესპუბლიკის მოედანზე იწყება. მთავარი თემაა - ამბავი საქართველოზე.
გალაკონცერტის წლევანდელი პროგრამა მთლიანად ფოლკლორს ეთმობა და მასში საქართველოს ყველა კუთხის ანსამბლების 1000-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორისაა "ერისიონი", "რუსთავი", "ჩაკრულო", "შილდა" და სხვა.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე პატრიარქის ნათლულთა გუნდი "საგალობელს"" შეასრულებს.