საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო საზეიმოდ აღინიშნა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. 17:10 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღეს.
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, ერთდროულად 18 ქალაქში, 300-მა ბავშვმა შეასრულა. მათ შორის იყვნენ საზღვარგარეთ მოქმედი ქართული სათვისტომო სკოლების მოსწავლეები.
"ერთად ვუმღეროთ საქართველოს" - ამ სლოგანით სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქშიც. მათ შორის ბარსელონაში, სტრასბურგსა და პარიზში.