25 ნოემბერი 2024,   08:21
ვრცლად
სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა - მამაკაცი ქალს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ სამუშაო იარაღით მოკლა

სოფელ კორცხელში ქმარმა ცოლი მოკლა. ბრალდებულმა მოკლულს თავის არეში უმძიმესი დაზიანებები მიაყენა. მამაკაცი ქალს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი, სამუშაო იარაღით, ჩაქუჩით მოკლა.

მოძალადე 51 წლის გოჩა ჩოხაძეა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მამაკაცმა ნათესავს დაურეკა და მომხდარის შესახებ უამბო. შემდეგ კი, ადგილიდან მიიმალა. ის სამართალდამცველებმა სოფლის მიმდებარედ, ტყეში დააკავეს.

ფემიციდის მსხვერპლი ფატიმა კოდუაა. თავის არეში ჩაქუჩით მიყენებული ჭრილობები 2 შვილის დედისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა. ქალი ექიმებმა ვეღარ გადაარჩინეს. ფატი კოდუა კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს.

ამ დრომდე პასუხგაუცემელი რჩება მთავარი კითხვა - რატომ გაიმეტა 30 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გოჩა ჩოხაძემ მეუღლე სიკვდილისთვის. მოტივზე "კურიერთან" დაკავებულის ადვოკატიც ვერაფერს ამბობს. მამაკაცს ჩვენება ჯერ არ მიუცია, თუმცა ცნობილია, რომ დაკავებული ჩადენილს აღიარებს.

ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული ბრალის დაზუსტებას, წინასწარი მოთავსების იზოლატორში ელოდება. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისთვის გოჩა ჩოხაძეს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები