25 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა - საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ გიორგი ფირაშვილი ცოლზე სისტემატურად ძალადობდა

რუსთავში ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულ 27 წლის გიორგი ფირაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღკვეთის ღონისძიების შესახებ სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. პატიმრობის შუამდგომლობას დაკავებულის სურვილის შესაბამისად, ადვოკატიც დაეთანხმა.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 27 წლის ბრალდებული სისტემატურად ძალადობდა ცოლზე. პროკურორის განცხადებით, მკვლელობამდე რამდენიმე ხნით ადრე, გიორგი ფირაშვილმა მარიამ სოფრომაძის დახრჩობა სცადა. მისივე განმარტებით, ფიზიკური ძალადობის შესახებ ბრალდებულის დედისთვის ცნობილი იყო, თუმცა ის აღნიშნულს მალავდა. უმძიმესი დანაშაული, რუსთავის ცენტრში, დუმბაძის ქუჩაზე მდებარე სკვერში მოხდა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა 21 წლის მეუღლეს და 48 წლის სიდედრს ცეცხლი სანადირო თოფიდან მაშინ გაუხსნა, როცა ისინი ეტლით ბავშვს ასეირნებდნენ. ორივე ქალი ადგილზევე დაიღუპა. დაკავებულს 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

 

დღის ამბები