"ევროპულ - დემოკრატიული ერთობა" - საქართველოში ახალი პლატფორმა დაფუძნდა. პრეზენტაციაზე ახალი პლატფორმის ლიდერებმა მიზნებსა და გეგმებზე ისაუბრეს. სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ახალი პლატფორმა პარტია "ევროპელ დემოკრატებთან" ერთად დააფუძნეს, რომელიც, როგორც კვალიფიციური სუბიექტი, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს საარჩევნო ნომრით 6.