დიდ ბრიტანეთში, პალესტინის მხარდამჭერ აქციაზე ოქსფორდის უნივერსიტეტის 16 სტუდენტი დააკავეს. მომიტინგეები უნივერსიტეტის ერთ-ერთ ოფისში შევიდნენ და ფანჯრიდან პალესტინის დროშა გადმოფინეს, - ამის შესახებ BBC წერს.
Oxford Action for Palestine Group-ის განცხადებით, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ პოლიცია მას შემდეგ გამოიძახა, რაც სტუდენტებმა დაიწყეს აქცია უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან, როგორც ეს მოხდა აშშ-ის კამპუსებში.მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს, პოლიციელებსა და სტუდენტებს შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ "გაუშვით".
ოქსფორდის უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ პატივს სცემენ გამოხატვის მშვიდობიან ფორმას.