25 ნოემბერი 2024,   08:31
ვრცლად
ბლოგერ უჩა აბაშიძის საქმეზე, საქალაქო სასამართლოში გიგა მაქარაშვილი გამოკითხეს

ბლოგერ უჩა აბაშიძის საქმეზე, საქალაქო სასამართლოში გიგა მაქარაშვილი გამოკითხეს.

როგორც ირკვევა, პროცესს ესწრებოდნენ ბრალდებულებიც - უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე.
ორივე მათგანი, ორი კვირის წინ, სხვისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით დააკავეს.

სამოქალაქო აქტივისტმა პროცედურის დასრულების შემდეგ თქვა, რომ მას
ხელი აქვს მოწერილი გაუთქმელობის ვალდებულებაზე. შესაბამისად, ვერ იტყვის, რა კავშირი აქვს საქმესთან. გიგა მაქარაშვილმა მხოლოდ უჩა აბაშიძესთან ნაცნობობა დაადასტურა.

"ხელი მაქვს მოწერილი გაუთქმელობაზე. დავიკითხე მოწმის სახით, არავითარი დაზარალებულის სტატუსი არ მაქვს. სამწუხაროდ, მეტის თქმის უფლება არ მაქვს. იკითხავენ ყველას, ვისაც იცნობდა უჩა და მარი, ერთ-ერთი მეც მოვხვდი", - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

 

დღის ამბები