ლუის ბონო სომხეთში ჩავიდა. როგორც სომხური მედია წერს, კავკასიაში მოლაპარაკებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა მოლაპარაკებები გამართა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივან არმენ გრიგორიანთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მჰერ გრიგორიანთან.
"საუბარი შეეხო სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებების პროცესში უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების პერსპექტივას“, – განაცხადა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა.