25 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
ჩვენ ვმოქმედებთ არა შთაბეჭდილებებისა და აღქმების საფუძველზე, არამედ - კანონმდებლობის შესაბამისად - რატი ბრეგაძე სააკაშვილის საქმეზე

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, ბრიფინგზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების კამპანიაზეც ისაუბრა. რატი ბრეგაძის განცხადებით, მთელი ამ პროცესის პოლიტიკური ნაწილი ტენდენციური და სიცრუეზე აგებული იყო.

იუსტიციის მინისტრის თქმით, ისინი შთაბეჭდილებებისა და აღქმების საფუძველზე არ მოქმედებენ, არამედ ვმოქმედებთ კანონმდებლობის შესაბამისად.

"თავიდანვე ვამბობდით, რომ ჩვენ ვმოქმედებთ არა შთაბეჭდილებებისა და აღქმების საფუძველზე, არამედ მკაცრად, მხოლოდ ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც აკმაყოფილებს საკმაოდ მაღალ ევროპულ სტანდარტებს. ყველა დარწმუნდა, რომ ყველა მოქმედება იყო კორექტული და უმაღლეს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი.

მინდა, კიდევ ერთხელ, ყველას მოვუწოდო, თავი შეიკავონ პოლიტიკური განცხადებებისგან. რაც შეეხება მართლმსაჯულებას, ეს უკვე არაერთხელ დადასტურდა, რომ სახელმწიფოს მხრიდან სააკაშვილის მიმართ ყველა მოქმედება კორექტული იყო. ჩვენ, კარგად ვიხილეთ "ფარას" წყალობით, რომ კამპანია, რომელიც სააკაშვილის გასათავისუფლებლად წარმოებდა, ძალიან დიდი თანხებით იყო დაფინანსებული. როგორც ყველამ დავინახეთ, მთლიანი ის კამპანია, რომელშიც ჩართულები იყვნენ ქართველი პოლიტიკოსები, ტყუილზე იყო დაფუძნებული", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

დღის ამბები