25 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
"პრემიერის დაშინების მცდელობა არ შეიძლება განვიხილოთ პირადი ურთიერთობიდან და მეგობრობიდან გამომდინარე რჩევად" - გიორგი ვოლსკი მუქარის შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადებაზე

პრემიერ-მინისტრის განცხადებას მუქარის შესახებ, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს არის დრამატული ვითარებით, პრემიერის დაშინების მცდელობა და საკმაოდ სერიოზული მუქარის შემცველი განცხადება.

"ვფიქრობ, ეს არის დრამატული ვითარებით, პრემიერის დაშინების მცდელობა. ეს არ შეიძლება განვიხილოთ პირადი ურთიერთობიდან და მეგობრობიდან გამომდინარე რჩევად. ეს საკმაოდ სერიოზული, მუქარის შემცველი განცხადებაა. ფაქტობრივად, ეს ასახავს იმ ვითარებას, რომელიც დღეს არის შექმნილი ამ კანონის გამო. თითქოს, ეს კანონი რაიმე არაევროპულს ან რაიმე არადასავლურს შეიცავდეს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის პრემიერ-მინისტრი ერთ-ერთი ევროკომისრის მხრიდან მუქარაზე საუბრობს. ირაკლი კობახიძე განცხადებას აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ სატელეფონო საუბრისას მასთან ის ზომები ჩამოთვალეს, რაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას შესაძლოა მოჰყვეს. ამბობს, რომ,ამ კონტექსტში, მას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო უხსენეს. "როდესაც შანტაჟის კონტექსტში ახსენებენ სლოვაკეთის პრემიერს, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა ეს ჩვენთვის უკიდურესად შემაშფოთებელია," - წერს ირაკლი კობახიძე.

 

დღის ამბები