შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას სამაშველო ოპერაციებისთვის განკუთვნილი, მეორე ახალი ევროპული ტიპის H 145 ვერტმფრენი შეემატა. სასაზღვრო პოლიციისთვის ვერტმფრენის გადაცემის ცერემონია გერმანიაში Airbus Helicopters-ის საწარმოში გაიმართა. ვერტმფრენი აღჭურვილია სამაშველო საშუალებებით, გამორჩეულია სიმაღლეზე ოპერირების შესაძლებლობით.
ახალი ბორტი დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. ვერტმფრენის ტრანსპორტირება ქართულმა ეკიპაჟმა განახორციელა, რომელმაც გადამზადება გერმანიაში Airbus Helicopters-ის სასწავლო აკადემიაში გაიარა. 3 ვერტმფრენის გადმოცემასთან დაკავშირებით ფრანგულ კომპანიასთან ხელშეკრულება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2022 წლის დეკემბერში გააფორმა. მესამე ბორტს ქართულ მხარეს 2024 წლის ივნისამდე გადმოსცემენ.