25 ნოემბერი 2024,   09:16
ვრცლად
ვითანამშრომლებთ ყველა შესაბამის პლატფორმასთან იმისათვის, რომ მოქალაქეების ხმები დავიცვათ, ამასთან კოალიციას არ ვაპირებთ და ჩვენი ნომრით გამოვალთ არჩევნებზე - მიხეილ დაუშვილი

პოლიტიკური ჯგუფის "საქართველოსთვის" წევრის მიხეილ დაუშვილის განცხადებით, ყველა შესაბამის პლატფორმასთან თანამშრომლობისთვის მზად არიან, რათა მოქალაქეების ხმები დაცული იყოს და "ქართულმა ოცნებამ" არ შეძლოს მათი მითვისება.

ამასთან, როგორც დაუშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, ისინი კოალიციის შექმნას არ აპირებენ და არჩევნებზე საკუთარი ნომრით გავლენ.

"ჩვენ ღიად დავაფიქსირეთ რა იყო ჩვენი გეგმა და სტრატეგია. მინდა გითხრათ, რომ ამ კუთხით არაფერი შეცვლილა. ჩვენ ვხედავთ, რომ გაერთიანების მოთხოვნა არის, მაგრამ ეს აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს უნდა ერთიანი სია გაკეთდეს ან იმას კი არ ნიშნავს, რომ ეს ერთიანი სია არის სწორი გადაწყვეტილება იმისთვის, რომ "ოცნებას" სწორად ებრძოლო. "როდესაც "ნაცმოძრაობა" და "ოცნება" ერთად სასამართლოში ნიშნავენ თანამდებობის პირებს, მაგის მერე როგორ უნდა ენდო მაგათ.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ აბსოლუტურად მკაფიოდ გვესმის, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, არჩევნებზე ჩვენი მოქალაქეების ხმები იყოს დაცული და ჩვენმა მოქალაქეებმა არჩევანი მაქსიმალურად თავისუფალ და სამართლიან გარემოში გააკეთონ. ამიტომ, ჩვენ ვითანამშრომლებთ ყველა შესაბამის პლატფორმასთან იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ხმები დავიცვათ და "ოცნებას" არ მივცეთ საშუალება, რომ ჩვენი მოქალაქეების ხმები მიითვისოს. ამასთან, ჩვენ კოალიციას არ ვაპირებთ და ჩვენი ნომრით გამოვალთ არჩევნებზე", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

დღის ამბები