25 ნოემბერი 2024,   09:10
ვრცლად
მზად ვართ, რომ საარჩევნო ნომერი ნეიტრალური იყოს, მზად ვართ ბევრი დათმობისთვის, როცა ვამბობთ საერთო ოპოზიციურ სიას, ვგულისხმობთ ყველას - ანა წითლიძე ოპოზიციის ერთიან სიაზე

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი, ანა წითლიძე არჩევნებზე პარტიების შესაძლო კონფიგურაციასა და ერთიან სიაზე საუბრობს.

ანა წითლიძის განმარტებით, საერთო ოპოზიციურ სიაში მოიაზრებენ ყველას, ვისაც ამის სურვილი ექნება. ამის შესახებ ის "ღამის კურიერის" ეთერში საუბრობს.

"საერთო ოპოზიციური სიის პირობებში, რაც მიხეილ სააკაშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივაა, ჩვენ ვგულისხმობთ ყველა პარტიას, მიუხედავად განსხვავებისა, ყველას, ვისაც სურვილი ექნება, რომ ამ პლატფორმაში იყოს და ერთიანი ოპოზიცია გავიდეს ერთიანი სიით, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველას მოვიაზრებთ. ჩვენ მზად ვართ, მათ შორის, რომ საარჩევნო ნომერი ნეიტრალური იყოს, მზად ვართ ბევრი იმ დათმობისთვის, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" მოუწევს და ა.შ. ჩვენი მთავარი არგუმენტი არის ის, რომ გვესმის ამ ბრძოლის მნიშვნელობა და გვესმის ის, რომ საქართველოს მოქალაქეების მთავარი დაკვეთა არის, რომ ოპოზიცია ნახონ ერთიანი.

როცა ვამბობთ საერთო ოპოზიციურ სიას, ვგულისხმობთ ყველას, ვგულისხმობთ საერთო ოპოზიციურ სიას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წითელი ხაზები შეიძლება ბევრ ადამიანთან გვქონდეს, მათ შორის პიროვნული და ა.შ. ჩვენ ამ ყველაფერს ვივიწყებთ საერთო სიის პირობებში", - განაცახდა ანა წითლიძემ.

 

 

დღის ამბები