25 ნოემბერი 2024,   09:23
ვრცლად
ირანში გლოვის მესამე დღეა - ქვეყნის ქალაქებსა და სოფლებში სამგლოვიარო მსვლელობები იმართება

ირანში გლოვის მესამე დღეა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე დროშები დაშვებულია. სამგლოვიარო მსვლელობები იმართება ქალაქებსა და სოფლებში. დედაქალაქის მოსახლეობა ებრაჰიმ რაისის პატივს დღეს დილიდან მოსალას მეჩეთში მიაგეს.

ირანში საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად გაემგზავრა საქართველოს მთავრობის მეთაური. ირაკლი კობახიძე ილია დარჩიაშვილთან ერთად ირანის პრეზიდენტისა და ხელისუფლების წარმომადგენლების დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება. მანამდე კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირანის საელჩოშიც იმყოფებოდა, სადაც სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

ირანში სამგლოვიარო ცერემონიაზე ჩავიდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და ოფიციალური პირები, მათ შორის საქართველოს მეზობელი სახელმწიფოების - თურქეთისა და სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენლები.

ირანის პრეზიდენტს თავის მშობლიურ ქალაქ მაშდადში ხვალ დაკრძალავენ.

ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის ვერტმფრენი, რომელშიც მასთან ერთად ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი და კიდევ 7 პირი იმყოფებოდა, 19 მაისს ჩამოვარდა. მაშინ, როდესაც რაისი ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან ბრუნდებოდა და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა.

დღის ამბები