25 ნოემბერი 2024,   09:21
ვრცლად
ნინო წილოსანი: ანა ბუჩუკური ბედნიერი გამომეტყველებით ცდილობდა მდინარაძის სახე ახლოდან, ტელეფონის კამერით გადაეღო, ამ დროს აბსოლუტურად სწორად შეწყვიტა სალომემ ბუჩუკურის ეს ამორალური ქმედება

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სალომე ქურასბედიანის ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმიანება.

მისი თქმით, ვიდეოში ნაჩვენებია, თუ როგორ შეაწყვეტინა სალომე ქურასბედიანმა, პარტია "საქართველოსთვის" წევრს, ანა ბუჩუკურს მცდელობა, ალეკო ელისაშვილის თავდასხმის შემდეგ, მამუკა მდინარაძის სახე ახლოდან გადაეღო.

"ყველაზე დიდი “კომპრომატი” სალომე ქურასბედიანს იცით რა უპოვეს? ელისაშვილი უმრავლესობის ლიდერს ვირთხასავით რომ მიეპარა და თავს დაესხა, მაგ მომენტიდან რამდენიმე წამში ანა ბუჩუკური მიადგა ბედნიერი გამომეტყველებით მამუკა მდინარაძეს და ცდილობდა მისი სახე ახლოდან, ტელეფონის კამერით გადაეღო. რისი დაფიქსირება უნდოდა კაცმა არ იცის. გაოგნებისგან და სიბრაზისგან გაგიჟებული კაცის გინებას იღებდა თუ იქნებ სახეზე რამე კვალი დასტყობოდა, ამაზე პასუხი არ მაქვს. მოკლედ, იმის ნაცვლად, რომ დაეგმო, დაინტერესებულიყო, სერიოზული დაზიანება ხომ არ მიიღო და ა. შ. ამაზრზენად იქცეოდა, სახეზე ძალიან ახლოს უღებდა თავდასხმის ობიექტს და ამ დროს გამოსტაცა ხელიდან ტელეფონი სალომემ და აბსოლუტურად სწორად შეწყვიტა ბუჩუკურის ეს უკიდურესად ამორალური ქმედება. წარმოიდგინეთ, ამ კადრს იყენებენ სალომეს საწინააღმდეგოდ ეს მართლა ფაშისტები", - წერს ნინო წლიოსანი.

დღის ამბები