25 ნოემბერი 2024,   08:42
ვრცლად
თითქმის შეუძლებელი იყო ღია ეკონომიკის მქონე პატარა ქვეყანას მიეღწია იმისთვის, რასაც რეალურად მიაღწია - ის, რაც საქართველომ გააკეთა, უმაღლესი კლასია - EBRD-ის ხაზინის ხელმძღვანელი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2012 წლიდან გატარებული რეფორმები საკმაოდ შთამბეჭდავია, - ამის შესახებ EBRD-ის ხაზინის ხელმძღვანელმა აქსელ ვან ნედერვენმა განაცხადა.

მისი თქმით, თითქმის შეუძლებელი იყო ღია ეკონომიკის მქონე პატარა ქვეყანას მიეღწია იმისთვის, რასაც რეალურად მიაღწია, ამიტომ საქართველოს მაგალითმა შესაძლოა სხვა ქვეყნების შთაგონებაც გამოიწვიოს.

"საქართველოში ბაზრის წარმატებული განვითარების მაგალითი სხვა ქვეყნების ბაზრებისთვის რამდენიმე საკვანძო გზავნილს უსვამს ხაზს. ჩვენ გვსურს მაგალითად გამოვიყენოთ საქართველოში ამ კუთხით მიღწეული წარმატება. საქართველო ჩვენთვის საუკეთესო მაგალითია, ვინაიდან თითქმის შეუძლებელი იყო ღია ეკონომიკის მქონე პატარა ქვეყანას მიეღწია იმისთვის, რასაც რეალურად მიაღწია. ამიტომ შეიძლება საქართველოს მაგალითმა მსოფლიოში ბევრი ქვეყნის შთაგონება გამოიწვიოს. ის, რაც საქართველომ გააკეთა როგორც ღია ეკონომიკის მქონე მცირე ქვეყანამ - აბსოლუტურად უმაღლესი კლასია,"- განაცხადა აქსელ ვან ნედერვენმა.

დღის ამბები