25 ნოემბერი 2024,   08:32
ვრცლად
ეკვადორიდან ევროპაში - 52 კილოგრამი კოკაიანი ქართულ პორტშია ამოღებული - დაკავებულია საქართველოს მოქალაქე, რომელიც ნარკოტიკებით ბაზრის 50%-ს ამარაგებდა

ქართველმა სამართალდამცველებმა ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნეს - 52 კილოგრამი კოკაინი ორგანიზებული ჯგუფის წევრებს ეკვადორიდან, საქართველოს გავლით, ევროპაში უნდა გადაეტანათ. გამოძიების ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკს ბანანით დატვირთულ, სასაზღვრო კონტეინერში მალავდნენ.

განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციისთვის პოლიციამ თბილისში 1963 წელს დაბადებული პირი დააკავა. მისი ბინიდან და პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 4 კილოგრამი "კოკაინი," 10 კილოგრამი "მდმა" და 27 000 აბი "ექსტაზი" ამოიღეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულს ინტერნეტმაღაზია ჰქონდა. სხვადასხვა დასახელების, ნარკოტიკულ საშუალებებს კი ე.წ. დადების მეთოდით ყიდდა და შავი ბაზრის 50 პროცენტზე მეტს ამარაგებდა.

თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული სპეცოპერაციების პარალელურად, სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინებით, ფარული ვიდეომასალაც გადაიღეს. მოპოვებულ მტკიცებულებების საკონტროლო შესყიდვები ჩანს.

მაისის თვის მონაცემებით, ნარკოდანაშაულისთვის სულ 77 პირია დაკავებული, მათ შორის, 23-ს გამოძიება რეალიზაციას ედავება. "ჰეროინი, "მდმა" "ალფა პვპ," "მეტამფეტამინი," "მეტადონი," "ჰაშიში" და ფსიქოტროპული ნივთიერებები - პოლიციამ ბრალდებულების ბინების და ავტომობილების ჩხრეკისას ამოიღო. საქმეში დევს, სავარაუდოდ, რეალიზაციის შედეგად მიღებული დიდი ოდენობით თანხაც.

საქართველოს მოქალაქეების გარდა, დაკავებულებს შორის არიან ირანის, თურქეთის, რუსეთის, ინდოეთისა და ნიგერიის მოქალაქეებიც. წარდგენილი ბრალი 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყველა ფაქტზე, ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება და, სავარაუდოდ, დაკავებულთა რაოდენობა უახლოეს დღეებში გაიზრდება.

დღის ამბები