25 ნოემბერი 2024,   08:38
ვრცლად
გრიპის შემთხვევების უჩვეულოდ მაღალი მაჩვენებელი და გადატვირთული კლინიკები - რა ტიპის ვირუსი ცირკულირებს ქვეყანაში

გრიპის ლაბორატორიულად დადასტურებული მაღალი მაჩვენებელი გაზაფხულის ბოლოს პირველად ფიქსირდება. ორი კვირის მონაცემებით, A ტიპი B ვარიანტმა ჩაანაცვლა და ისევ ცირკულირებს ქვეყანაში. ექიმების ინფორმაციით, შესწავლილი ნიმუშების 28% სწორედ სეზონური ვირუსია.

დადასტურებული შემთხვევების გაზრდილი რაოდენობა სამედიცინო დაწესებულებებზე უკვე აისახა. ციციშვილის პედიატრიულ კლინიკას, დღის განმავლობაში, გრიპით ინფიცირებული 40-ზე მეტი მოზარდი მიმართავს. ადგილები შეზღუდული იყო დღეს ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოშიც.

მიმართვიანობა გაზრდილია სხვა სამედიცინო დაწესებულებებშიც. ინფექციურ საავადმყოფოში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, გრიპით ინფიცირებული ყველა ასაკის პაციენტი მიდის. კლინიკას რესპირატორული, სინუსიტური და რინოვირუსის სიმპტომებითაც აკითხავენ.

რა გახდა სეზონური ვირუსების გახანგრძლივების მიზეზი? ექიმები გრიპის გავრცელების ამგვარ ფორმებს პოსტპანდემიურ პერიოდს უკავშირებენ.

ამ სეზონზე, ქვეყანაში, დაახლოებით, 10-მდე სეზონური ვირუსი ცირკულირებს. ექიმები გრიპის შემთხვევების კლების ზუსტ დროს ვერ ასახელებენ, თუმცა ერთი თვის პერიოდში ლაბორატორიული მონაცემების შემცირებას ვარაუდობენ.

დღის ამბები