ლონდონი-სინგაპურის რეისზე, ძლიერი ტურბულენტობის ზონაში, ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა - ინფორმაციას BBC ავრცელებს. ბორტზე 211 მგზავრი და ეკიპაჟის 18 წევრი იმყოფებოდა.
სინგაპურში მიმავალი თვითმფრინავი ბანგ-კოკში გადამისამართდა და ავარიულად დაეშვა. ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ ტაილანდის ხელისუფლებასთან მუშაობს, რათა დაშავებულ მგზავრებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიონ.