25 ნოემბერი 2024,   08:47
ვრცლად
"ღრმად შეშფოთებულები ვართ და ვაკვირდებით რუსეთის გავლენას საქართველოში" - შტატების საჰაერო ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი

"ღრმად შეშფოთებულები ვართ და ვაკვირდებით რუსეთის გავლენას საქართველოში" - ამის შესახებ შტატების საჰაერო ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალმა ჩარლზ ბრაუნმა ბრიფინგზე განაცხადა.

მან უპასუხა კითხვას, შეუძლია თუ არა ნატო-ს რაიმეს გაკეთება, რათა დაეხმაროს საქართველოს წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის მხრიდან გავლენის გაზრდის მცდელობებს. გენერლისგან დაინტერესდნენ, თუ როგორ აისახება ქვეყნის ნატო-სკენ მიმავალ გზაზე ის, რაც ახლა საქართველოში ხდება.

"ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ და ვაკვირდებით რუსეთის გავლენას საქართველოზე. ჩვენ ვრჩებით საქართველოს სუვერენიტეტის ერთგულები. გასულ კვირას შევხვდი ჩემს კოლეგებს, ნატო-ს წარმომადგენლებს და ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვენ უნდა განვაგრძოთ მუშაობა არა მხოლოდ ნატო-ს წევრი ქვეყნების დამოუკიდებლობის დასაცავად, არამედ საერთო უსაფრთხოების შესანარჩუნებლად ევროპაში. მე ვერ ჩავერევი საქართველოს პოლიტიკაში და ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას. თუმცა, ჩემი გადმოსახედიდან შემიძლია ვთქვა, რომ ეს პროცესი ეხება სხვადასხვა ერის საერთო უსაფრთხოებასა და მოქალაქეების უფლებებს," - აცხადებს აშშ-ის საჰაერო ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი ჩარლზ ბრაუნი.

დღის ამბები