სენაკში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს, აღკვეთის ღონისძიებად, პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულია 21 წლის ახალგაზრდა.
გამოძიების ინფორმაციით, 19 მაისს, რამდენიმე პირს შორის დაწყებული შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ბრალდებულმა დაზარალებულს, გულ-მკერდის არეში, დანით, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
დაპირისპირების დროს, ცივი იარაღით დაზიანებები მიიღო კიდევ ხუთმა პირმა.
სასამართლო სხდომაზე, ადვოკატმა, დაკავების დროს პროცედურულ დარღვევასა და ოქმის უკანონო შედგენაზე ისაუბრა. თავის მხრივ, პროკურატურა დარღვევებს გამორიცხავს.
დაკავებული ბრალს არ აღიარებს.