25 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხაზინამ, საქართველო, ბაზრის განვითარების წარმატებულ მაგალითად დაასახელა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხაზინამ, საქართველო, ბაზრის განვითარების წარმატებულ მაგალითად დაასახელა. იბიარდის ხაზინამ და სებ-მა ერთობლივ ღონისძიებაზე ოფიციალურად წარადგინეს ნაშრომი, რომელშიც მოცემულია საქართველოს ფინანსური ლანდშაფტის ფორმირებაში იბიარდის, ეროვნული ბანკის და ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების ჩართულობის ანალიზი.

იბიარდის ხაზინის მიერ წარდგენილ ანალიზში კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული, რომ საქართველო პატარა ქვეყნის საინტერესო მაგალითია ღია ეკონომიკით, ფინანსური სექტორით და მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, ქვეყანამ წარმატებას მიაღწია.

"ჩემთვის მთავარია რომ ეს იყო შესანიშნავი შეჯამება იმ წარმატების რომელიც მიღწეული იქნა საქართველოს მიერ მისი საფინანსო სისტემის განვითარების გზაზე. ჩვენ ვნახეთ მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს ცვლილება, ის ძირეული სამუშაო, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ადგილობრივი ვალუტის განვითარებას. ანგარიშში ასევე მოთხრობილია იმ ნელი და მყარი პროგრესის შესახებ რომელსაც მივაღწიეთ ეროვნულ ბაკთან მუშაობით და რომელიც ეხებოდა ფინანსური სისტემის მიერ საკუთარი ეკონომიკის დაფინანსების უნარის გამომუშავებას. ვფიქრობ, საქართველოს მიერ გადადგმული წარმატების ნაბიჯები ფენომენალურია. ნამდვილად, რეგიონში გამოირჩევით პოზიტიური მხრივ და ის, რაც საქართველომ გააკეთა როგორც ღია ეკონომიკის მქონე მცირე ქვეყანამ, აბსოლუტურად უმაღლესი კლასია,"- აცხადებს EBRD-ის ხაზინის ხელმძღვანელი აქსელ ვან ნედერმი

დღის ამბები