25 ნოემბერი 2024,   08:26
ვრცლად
თუ სტრატეგიულ პარტნიორის აქვს სურვილი, რომ იყოს უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა, ღია ვართ, თუ დავინახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, კანონის აუცილებლობაც არ იქნება საჭირო - კახა კალაძე

თბილისის მერი, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანი, კახა კალაძე ამერიკელი კონგრესმენის მიერ ინიციირებულ კანონპროექტს ეხმაურება.  

"გვიწევს თავის და ქვეყნის დაცვა იმ განცხადებებისგან, რომელიც მოდის დასავლეთიდან, რომელიც აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, არის შეურაცხმყოფელი განცხადებები და ჩვენი მხრიდან არის პასუხები. თუკი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორის აქვს სურვილი იმისა, რომ იყოს უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა, პირდაპირი ფრენები, ჩვენ რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ღია ვართ, მივესალმებით ამ ყველაფერს და ეს არ უნდა დარჩეს უბრალო სიტყვებად, გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. თუ ეს მიდგომა და დამოკიდებულება იქნება და დავინახავთ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორისგან არა მხოლოდ სიტყვებით, თუმცა ჯერ არავინ არ იცის, ეს ინიცირებული კანონპროექტი სად იქნება და რა დონემდე მივა, თუკი დავინახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს და ეს შეუძლიათ გადადგან, რა თქმა უნდა, კანონის აუცილებლობაც არ იქნება საჭირო", - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოცემა Politico-ს ცნობით, ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში აღნიშნულია, რომ "საქართველოს მთავრობა ანტიდემოკრატიულ კურსს თუ შეცვლის, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს".

დღის ამბები