კალოუბნის ქუჩაზე ახალი 10 სართულიანი კორპუსის მშენებლობა გრძელდება. ამ მისამართზე, 3 სართულიანი ავარიული შენობის დემონტაჟი განხორციელდა. 29 ოჯახი კი სრულად გარემონტებულ ბინებს უკვე ახალ კორპუსში მიიღებს.
სამუშაოების ჯამური ღირებულება 7 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. ობიექტი დღეს დედაქალაქის მერმა დაათვალიერა.