25 ნოემბერი 2024,   08:28
ვრცლად
საქართველო ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია უკრაინელი ხალხისა და უკრაინის მხარდასაჭერად - არჩილ თალაკვაძე

მორიგი არაადეკვატური განცხადებაა ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, წარსულშიც არაერთხელ მოგვისმენია ასეთი. იმის ნაცვლად, რომ ჩვენს საზოგადოებას, ხელისუფლებას დაუდგნენ გვერდით იმ მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო, რაც არის უკრაინის მიმართ მხარდაჭერა, აკეთებენ ასეთ გაუგებარ განცხადებას, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, რეალურად უკრაინაში დღეს არის ძალიან მძიმე ვითარება, უკრაინელი ხალხი იცავს თავისუფლებას, ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს.

"საქართველო აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია უკრაინელი ხალხისა და უკრაინის მხარდასაჭერად. რა თქმა უნდა, ვინც ახლა ამბობს, რომ უკრაინის დღევანდელი ვითარება არის მარტივი და სასურველი, ის ატყუებს საზოგადოებას. პირიქით, ახლა მთელი ცივილიზებული სამყარო ვდგავართ უკრაინის გვერდით სწორედ იმიტომ, რომ უკრაინაში მიმდინარეობს ბრუტარული ომი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები