25 ნოემბერი 2024,   08:30
ვრცლად
ბოლო ზარის შემდეგ საპროტესტო აქციაზე - მე-12 კლასელების ნაწილი რუსთაველის გამზირზე შეიკრიბა

ბოლო ზარის შემდეგ საპროტესტო აქციაზე - მე-12 კლასელების ნაწილი, რომლებმაც სკოლებში სწავლა დღეს დაასრულეს, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ.

ახალგაზრდების ერთი ჯგუფი, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის" გასაპროტესტებლად, განათლების სამინისტროდან პარლამენტის შენობასთან მივიდა.

აქციას უერთდებიან სტუდენტებიც, რომელთა ნაწილმა მსვლელობა სააკაძის მოედნიდან დაიწყო. დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია - კანონის უკან გაწვევა და მასზე საბოლოოდ უარის თქმა.

დღის ამბები