“მაქვს არცთუ უსაფუძვლო ვარაუდი, რომ 26 მაისს - დამოუკიდებლობის დღის ჩაშლისა და სამართალდამცავების პროვოცირების მიზნით, უკვე ყველასთვის ცნობილი რადიკალური დაჯგუფებების მიერ განხორციელდეს პროვოკაციები”- ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
ანალიტიკოსის თქმით, ეს შეიძლება სჭირდებათ იმისთვის, რომ შექმნან 2011 წლის 26 მაისის მსგავსი სურათი, და, შინ თუ გარეთ, "ააგორონ ახალი კამპანია".
“მაქვს არცთუ უსაფუძვლო ვარაუდი, რომ 26 მაისს - დამოუკიდებლობის დღის ჩაშლისა და სამართალდამცავების პროვოცირების მიზნით, უკვე ყველასთვის ცნობილი რადიკალური დაჯგუფებების მიერ განხორციელდეს პროვოკაციები.
ეს შეიძლება სჭირდებათ იმისთვის, რომ შექმნან 2011 წლის 26 მაისის მსგავსი სურათი, და მერე შინ თუ გარეთ ააგორონ ახალი კამპანია, თან თავიანთ აქციებს ცოტა სული შთაბერონ. თუ ვინ შეიძლება იყოს ამის ავტორი და სპონსორი ვფიქრობ ხვდებით.”- წერს ანალიტიკოსი.