25 ნოემბერი 2024,   08:59
ვრცლად
ირანში 5-დღიანი გლოვა გამოცხადდა

ირანში ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა. პრეზიდენტის დაღუპვის შემდეგ, ქვეყნის უზენაესმა ლიდერმა აღმასრულებელი ხელისუფლების დროებით ხელმძღვანელად ვიცე-პრეზიდენტი, მოჰამად მოხ-ბერი დაამტკიცა, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას კი მისი მოადგილე შეასრულებს.

ირანის პრეზიდენტი ყველა თანმხლებ პირთან ერთად დაიღუპა. გავრცელდა ავიაკატასტროფის ამსახველი პირველი კადრები, რომელიც დრონით არის გადაღებული.

ვერტმფრენის ნამსხვრევებს, ირანის ჩრდილო-დასავლეთში, მაშველებმა დაახლოებით 13-საათიანი ძებნის შემდეგ, გამთენიისას მიაგნეს. ირანის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის ინფორმაციით, ვერტმფრენი მთლიანად დამწვარია.

ირანის დელეგაცია გუშინ ბაქოში იმყოფებდა. ვერტმფრენი იმ დროს ჩამოვარდა, როდესაც ის აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან ბრუნდებოდა და ქალაქ თავრიზისკენ მიფრინავდა.

 

დღის ამბები