25 ნოემბერი 2024,   08:54
ვრცლად
ზურაბ ქადაგიძე ვატო ქავთარაძეზე: 15 000 ევროს იღებს ყოველ თვე, დავალებას პირადად კეზერაშვილისგან იღებს

თურმე ეს ქავთარაძე აბულინგებს "რეკლამშიკებს" და ყველას აწვება, ვინც აქციაზე არ წავა და წინააღმდეგობას არ გამოთქვამს გამჭვირვალობის კანონის მიმართ - საჯარო ბულინგით ემუქრება, - წერს "ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე და ერთ-ერთი მსხვილი სარეკლამო კომპანიის თანამფლობელის, ვატო ქავთარაძის ფოტოს აქვეყნებს.

ქადაგიძის თქმით, ვატო ქავთარაძე დავალებას პირადად კეზერაშვილისგან იღებს და მისგან ყოველ თვე 15 000 ევროც ერიცხება ხელფასის სახით.

"დღეს შეხვედრა მქონდა ჩემს ერთ ერთ უახლოეს მეგობართან, რომელმაც მთხოვა, რომ მისი სახელი და გვარი არ მეთქვა. სარეკლამო კომპანიაში მუშაობს და ძალიან დიდხანს ვისაუბრეთ. მთხოვა - საჯარო გამეხადა ინფორმაცია, რაც აქამდე საზოგადოებისთვის ცნობილი არ იყო. ესეიგი რა ხდება - ფოტოზე წარმოდგენილი ადამიანი არის ვატო ქავთარაძე, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი სარეკლამო კომპანიის თანამფლობელია. გაოგნებული დავრჩი ამ თავხედის მიერ დაორგანიზებული კამპანიით - თურმე ეს ქავთარაძე აბულინგებს "რეკლამშიკებს" და ყველას აწვება, ვინც აქციაზე არ წავა და წინააღმდეგობას არ გამოთქვამს გამჭვირვალობის კანონის მიმართ - საჯარო ბულინგით ემუქრება. ახლა საქმე რაშია - რეკლამის მწარმოებლებს ძალიან სერიოზული კონტრაქტები აქვთ სახელმწიფო უწყებებთან და ცხადია, მათი უმეტესობა არაფერს ცუდს არ ფიქრობს ამ კანონზე, მაგრამ ბულინგს ვერ უძლებენ. ეს ვაჟბატონი კი, როგორც მეუბნებიან ყოველ თვე 15 000 ევროს იღებს კეზერაშვილისგან ხელფასის სახით და ფეხზე ჰკიდია, ვის რა შემოსავალი ექნება. აი ეს კაცი აშანტაჟებს ყველას, რომ როგორმე მოახერხოს და სარეკლამო კომპანიებს ჩაუხსნან კონტრაქტები, დავალებას კი პირადად კეზერაშვილისგან იღებს. ხმა ამოიღეთ - ნუ ბულინგდებით!!!" - წერს ზურაბ ქადაგიძე.

დღის ამბები