25 ნოემბერი 2024,   08:33
ვრცლად
პანიკის დათესვის მცდელობა და განცხადებები, რომ ჩვენი ეკონომიკა შევიდოდა კრიზისში, მიზანმიმართული პროცესია საკუთარი ქვეყნის ინტერესების დასაზიანებლად - ლევან დავითაშვილი 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, პირველი ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის განცხადებით, წინა კვირებში ოპონენტებისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომლებიც მიმართული იყო საქართველოს ეკონომიკის დაზიანებისკენ.

დავითაშვილით თქმით, ეს არის ყოველთვის მოკლევადიანი პანიკის დათესვის მცდელობა:

"წინა კვირის განმავლობაში მოვისმინეთ არაერთი გამონათქვამი ჩვენი ოპონენტების მხრიდან, მათ შორის მოსახლეობისთვის თუ საერთაშორისო საზოგადოებისთვის მოწოდებები, რომ საქართველოს ეკონომიკა დაეზიანებინათ და რამენაირად ევნოთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის. ჩვენ ვხედავდით, რომ საერთაშორისო მედიის მეშვეობით ხდებოდა ცალსახა დეზინფორმაცია.

რა თქმა უნდა, ასეთი მოწოდებები და განცხადებები ყოველთვის ნეგატიურად მოქმედებს ინვესტორებზე და აისახება, მათ შორის, საბირჟო ფასებზეც. ეს არის ყოველთვის მოკლევადიანი პანიკის დათესვის მცდელობა,"- აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი.

დღის ამბები